როგორი იქნება თბილისი საახალწლოდ? (ფოტო)

როგორი იქნება თბილისი ახალ წელს? „კომერსანტი”დედაქალაქის საახალწლო გაფორმების ვიზუალურ მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წელს დედაქალაქი, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, საახალწლოდ განსხვავებულად გაფორმდება. რუსთაველზე აღარ იქნება დიდი ჭაღები, რომლებსაც საზოგადოებაში „ლუსტრაველს” უწოდებენ. სრულიად ახალი განათებით შეხვდება ახალ წელს თბილისის სხვა უბნებიც.

რაც შეეხება საახალწლო მორთულობის ბიუჯეტს, როგორც „კომერსანტი” დედაქალაქის მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ახალი, 22-მეტრიანი საშობაო ნაძვის ხის შესყიდვა მერიას 175 573 ლარი დაუჯდება. ნაძვის ხეს მერიას კომპანია „ჯეო სტრიმი” მიაწვდის. ახალ ნაძვის ხეს წითელი და ოქროსფერი ბურთები და ბაბთები ექნება, ასევე მოირთვება თბილი ნათების 45 000 ნათურით. ახალი ილუმინაციები დედაქალაქს 748 000 ლარი დაუჯდება. კონტრაქტი მერიამ კომპანია „ნუკო+~-თან გააფორმა.


Leave A Reply

Your email address will not be published.