“როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდას იყენებენ” – ნუკრი ქანთარია ალეკო ელისაშვილზე

პატივის და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეტანას აპირებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. ქრონიკა პლუსის რედაქტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დღეს უკვე შეიტანა მანანა კობახიძემ. პარლამენტის ვიცე სპიკერი ჟურნალისტს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიციაა აქვთ მმართველ გუნდში. ნაწილი აცხადებს, რომ უნდა დაელოდონ სასამართლო გამოძიებას, ნაწილს კი მიაჩნია, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ცრუობს.

“ახალი წლიდან უნდა ველოდოთ ცილისწამებების ნიაღვარს და არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის ინციდენტს თუ ეპიზოდს. პირველად საახალწლო ხუმრობა მეგონა, მერე ვფიქრობდი, რომ ამ ბიჭს უნდა მძაფრ თავგადასავლიან სიუჟეტში, ტრილერში ჩაჯდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდას იყენებენ. ეს არის ყველაფერი არჩევნებისთვის,” – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია.

ალეკო ელისაშვილი მანანა კობახიძის სარჩელთან დაკავშირებით შეფასებას დღის ბოლომდე გააკეთებს. შეწყალების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და საქმეზე 30-მდე მოწმე დაიკითხა.

Leave A Reply

Your email address will not be published.