როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოცირიძემ განაცხადა, მისი პარტია საკითხზე რეზოლუციის პროექტს პარლამენტს დღეს წარუდგენს.
მისი თქმით, ამ დრომდე უცნობია, მოეწერა თუ არა „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას ხელი. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის შეჩერებას ითხოვს.
“იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სერიოზული ბერკეტები გვაქვს, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი. ჩვენ წელიწადში დაახლოებით, 20 მილიონ აშშ დოლარს ვკარგავთ“, – განაცხადა გოცირიძემ.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა.
აღნიშნულ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პალამენტშია დაბარებული.