რომელი ძველი სახე დარჩება “ქართული ოცნების” ახალ სიაში

ვის აქვს გარანტირებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრა. ამასთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საპარლამენტო სიაში გადაინაცვლებენ კახა კალაძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და არჩილ თალაკვაძე.
მოქმედი დეპუტატებიდან პარლამენტის ახალ შემადგენლობაში მოხვედრის შანსი გია ვოლსკის, დიმიტრი ხუნდაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ირაკლი სესიაშვილს , გია ჟორჟოლიანს და თემურ ჭკუასელს აქვთ.
ამავე ინფორმაციით, „ოცნების“ სიაში იქნება იმერეთის გუბერნატორი და ცნობილი მომღერალი გივი ჭიჭინაძეც.
ქართული ოცნების დეპუტატები გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სიის შემადგენლობა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

“გურიის მოამბე”

Leave A Reply

Your email address will not be published.