“რომელი პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გიმსჯელიათ საჯაროდ?”

“2015 წელს საპატიმრო დაწესებულებებში 12 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა” – იტყობინება პარტია “ნაციონალური მოძრაობის ” პრესსამსახური -“რუსთავი 2 ”
თქვე, კაი დედმამიშვილებო, როდის, რომელ წელს შეშფოთებულხართ ათჯერ, თორმეტჯერ და უფრო მეტი სტატისტიკის გამო?
მესმის, სირცხვილის გრძნობა დიდი ხანია დაგიკარგავთ, მონები ხართ და ეს თქვენი სულის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ სინდისის ხმა ხანდახან არ გამოდის თქვენთან კონტაქტზე? ესე, რა შეგილოცათ იმ სულწარწმედილმა, რომ საფლავის კარამდე მიყვებით?

გეკითხებით: 2003 წლიდან – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პენიტენციალურ სისტემაში მომხდარი, რომელი პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გიმსჯელიათ საჯაროდ? თუ, არჩევნები მოდის და ნაცად ფანდს მიმართავთ? იქნებ, ექსმინისტრ კალმახელიძის განცხადების გჯერათ, რომ იმ დროს ადამიანები „სიბერით“ კვდებოდნენ საპყრობილეებში?
რატომ არ იქმნება სპეციალური დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეებს ხელახლა? ნუთუ. ვინმეს სჯერა, რომ მათგან ყველა თუ არა, დიდი ნაწილი სრულყოფილად გამოძიებულია და მაშინ გარდაცვალების რეალური მიზეზები არ გაყალბებულა ?
რატომ ალაპარაკებთ ამდენს ადამიანებს, ვისაც ამის არც მორალური და არც ზნეობრივი უფლება არ აქვს?

წერს: ვლადიმერ ბედუკაძე

Comments
Loading...