რომელმა პარტიამ რამდენი შემოწირულობა მიიღო 2016 წელს – აუდიტის სამსახური სტატისტიკას აქვეყნებს
პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს 79 იურიდიული პირისგან ჯამში, 4,026,580.00 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს.
ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წელს მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს.
სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს სულ შემოწირულებების სახით მიღებულია 34,465,034.50 ლარი, საიდანაც ყველაზე მეტი – 22,995,584.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
პაატა ბურჭულაძის პარტიამ, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ -4,491,467.43; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 1,644,168.8; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1126691.35; „თავისუფალმა დემოკრატებმა – 718,690; ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ – 626,520.9 ლარი.
ამასთან, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოწირულებები განხორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, 204-ჯერ – არაფულადი შემოწირულება და 95-ჯერ დაფიქსირებულია იურიდიული პირის შემოწირულება, მათ შორის, ზოგიერთმა იურიდიულმა პირმა შემოწირულება რამდენჯერმე განახორციელა.
გასული წლის მანძილზე სულ შემოწირულებები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში – 4,026,580.00 ლარის ოდენობით.