რომის პაპი: “გული მტკივა, როდესაც მღვდელს ან მონაზონს ბოლო მოდელის მანქანაში ვხედავ”

ორი წლის წინ 4 დეკემბერს,საკვირაო წირვაზე რომის პაპი ფრანცისკ პირველი ძველებური ფორდით გამოცხადდა. გასაკვირი არაფერია – პაპმა კარგა ხანია, უარი თქვა ვატიკანის ფეშენებელურ ავტომომსახურებაზე და სხვა სასულიერო პირებსაც მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ.

“გული მტკივა, როდესაც მღვდელს ან მონაზონს ბოლო მოდელის მანქანაში ვხედავ – განაცხადა მან – ასე არ შეიძლება. მესმის, რომ დღესდღეობით მანქანა ძალზე საჭირო ნივთია, მაგრამ გთხოვთ. უფრო თავმდაბლები იყოთ და უფრო მოკრძალებული არჩევანი გააკეთოთ. თუ ცდუნების დაძლევა გიჭირთ, დაფიქრდით, რამდენი ბავშვი კვდება შიმშილისგან მსოფლიოში ამ დროს. უკეთესი იქნება, თქვენი მონაგარი კეთილი საქმეებისათვის დახარჯოთ, ვიდრე პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რაც მომაკვდინებელი ცოდვაა”.2014 წლის 14 აგვისტოს პაპი ფრანცისკო სამხრეთ კორეას 5 დღიანი ვიზიტით ესტუმრა, ბოლოს კორეაში სტუმრად 1989 წელს პაპი იოანე პავლე მე-2 იმყოფებოდა. 25 წლის შემდეგ რომის პაპის ვიზიტს საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა და ყველამ ერთხმად აღნიშნა მისი მოკრძალებულობა და გახსნილობა. რომის პაპმა განსხვავებით სხვა მაღალი რანგის ადამიანებისგან ქალაქში გადსაადგილებლად არ ისურვა ჯავშანმანქანა და არჩევანი კომპაქტურ და ორიგინალური დიზაინის მქონე კია სოულზე შეარჩია. იგი დაჯა კია სოულის უკანა სავარძელზე და ღია ფანჯრიდან ესალმებოდა დამსწრე საზოგადოებას.
9522a8e956.images.new_photo.advert-folder.romis-papi-kia
ამ ფაქტმა სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარმომადგენლების ყურადრება მიიქცია, პაპი ფრანცისკოს კია სოულით გადაადგილებას კი ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

თავად პაპის ფორდ ფოკუსი 16 000 ევრო ღირს. მისი წინამორბედი, ბენედიქტ მეთექვსმეტე კი უფრო ფეშენებელურ მოდელებს წყალობდა: მის “ღვთიურ არსენალში” ხშირად იხილავდით bmw x5-ს, მერსედესსა და სპეცშეკვეთით დამზადებულ რენოს.

Comments
Loading...