რომის პაპმა 17 ახალი კარდინალი დანიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ 17 ახალი კარდინალი დანიშნა,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

13 მათგანი 80 წელს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რომის პაპის მომავალ არჩევაში მონაწილეობას მიიღებენ. ახალი კარდინალები ხუთი კონტიტენტისა და 11 ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

მათი უმრავლესობა – განვითარებადი ქვეყნებიდან აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდანაა. რომის პაპმა ასევე სამი კანდიდატი შეერთებული შტატებიდან დანიშნა, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების მხარდამჭერებად მიიჩნევიან.

ექსპერტების აზრით, ახალი დანიშვნები კონსერვატორებსა და ამერიკელ კარდინალებს შორის ურთიერთობებს დააბალანსებს. ნებისმიერ კარდინალს თეორიულად მომავალში აქვს შესაძლებლობა კათოლიკურ ეკლესიას უხელმძღვანელოს.

წყარო: ipress.ge

Comments
Loading...