რომის პაპმა 2 პორტუგალიელი მწყემსი ბავშვი წმინდანებად შერაცხა

რომის პაპმა ორი პორტუგალიელი მწყემსი ბავშვი წმინდანებად შერაცხა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, კანონიზაციის ცერემონია ქალაქ ფატიმას ტაძრის წინ მოედანზე გაიმართა. მესას ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაესწრო.

გადმოცემის თანახმად, მწყემსმა ბავშვებმა ზუსტად 100 წლის წინ სასწაული იხილეს. ცხვრის ფარის მწყემსობის დროს მათ ღვთისმშობელი გამოეცხადათ და მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები ამცნო.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ერთდღიან ვიზიტთან დაკავშირებით პორტუგალიაში უსაფრთხოების ზომები იყო გამკაცრებული, დროებით აღადგინეს საზღვარზე კონტროლიც.

Comments
Loading...