რომში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იტალიის დედაქალაქ რომში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები რომის გარდა, ლაციოში, აბრუცოსა და მარშეში იგრძნობოდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:25 საათზე, ჩრდილოეთ რომიდან 10 კილომეტრში მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქებს – ლაქუილასა და რიეტს შორის იყო, სადაც 2009 წელს მომხდარმა მიწისძვრამ 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

Comments
Loading...