RTBF : ფრანგი მამაკაცი სიგარეტისთვის ესპანეთში გადავიდა და პირენეებში დაიკარგა

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანის მცხოვრები ,კარანტინის დროს,სიგარეტის საყიდლად ესპანეთში გადავიდა და პირენეებში დაიკარგა.ინფორმაციას ავრცელებს RTBF

ფრანგი მწეველები ხშირად გადადიან ამ მიზეზით ესპანეთში,რადგაც იქ სიგარეტი უფრო იაფია.

კარანტინის მიუხედავად,მამაკაცი მთებით წავიდა ესპანეთში,თუმცა დაგორდა და მაყვლის ბუჩქებში ჩავარდა,რის შემდეგაც დახმარება გამოიძახა.

მის ამოსაყვანად ხელისუფლებას ვერტმფრენის გამოყენება დასჭირდა. ფრანგს 135 ევროს გადახდა მოუწევს,საკარანტინო პირობების დარღვევის გამო.

Comments
Loading...