რუდსკოი: ვაფრთხილებთ ყველას, რომ სამიზნე, რომელიც ჩვენთვის პოტენციური საფრთხისშემცველი იქნება, განადგურდება

რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის სერგეი რუდსკოის განცხადებით, ყველა სამიზნე, რომელშიც რუსეთი პოტენციურ საფრთხეს დაინახავს, განადგურდება.
„სამხედრო – საჰაერო შემტევი ოპერაციები ამიერიდან მხოლოდ ავიაგამანადგურებლების თანხლებით განხორციელდება, აუცილებლად გაძლიერდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ამ მიზნით, კრეისერი „მოსკოვი“, რომელიც აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო კრეისერი „მოსკოვი“ და საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-300“-ით ლატაკიის ახლოს განთავსდება.
ვაფრთხილებთ ყველას, რომ სამიზნე, რომელიც ჩვენთვის პოტენციური საფრთხისშემცველი იქნება, განადგურდება“,-განაცხადა რუდსკოიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსული ბომბდამშენი სუ-24-ი თურქეთმა ჩამოაგდო. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსული სუ-24-ის ფრენის მარშრუტი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაარღვია რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუ-24-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

Leave A Reply

Your email address will not be published.