რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ “ფრანს პრესი”, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
გადადგომის მიზეზი გასულ პარასკევს, ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი ხანძარი გახდა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ვიქტორ პონტას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რუმინეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.

Leave A Reply

Your email address will not be published.