რუს ფეხბურთელს, რომელიც თურქეთში პუტინის მაისურით წარსდგა, უეფა დააჯარიმებს

ოსკოვის “ლოკომიტივის” ფეხბურთელი, დმიტრი ტარასოვი, უეფას ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალის შემდგომ “ფეინერბახჩეს” წინააღმდეგ, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით მაისურით წარსდგა.

უეფამ რუსი ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე აღძრა.

ტარასოვმა თავისი მოქმედება კი იმით გაამართლა, რომ იგი პატივს სცემს მისი ქვეყნის პრეზიდენტს.

“ვლადიმერ პუტინი ჩემი პრეზიდენტია. მე მას ვაფასებ და მინდოდა მეჩვენებინა, რომ მე ყოველთვის მის გვერდში ვარ და მხარს ვუჭერ. მინდოდა მეთქვა ის, რაც მაისურზე მქონდა დაწერილი(“ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი”)”, – აღნიშნა რუსმა ფეხბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე, თურქმა გულშემატკივრებმა “ლოკომოტივის” ფეხბურთელების ავტობუსს ბოთლები დაუშინეს. თურქეთის პოლიციის განცხადებით კი ეჭვმიტანილი 3 პირი უკვე დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ “ფეინერბახჩემ” მოსკოვის “ლოკომოტივს” სტამბოლში უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით, სოუზას მიერ შესრულებული დუბლით, 2-0 დაამარცხა. თავად ტარასოვმა კი უხეშობისთვის მატჩის 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.წყარო

Comments
Loading...