რუსებმა 60 წლის მამაკაცი გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ 1 ქართველი, გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან გაიტაცეს . როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 60 წლის გიორგი ძურძუკი საქონლის ჩამოსაყვანად თავისივე ბაღში ავიდა, სადაც ცხოველი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და დაკავებულს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია..