რუსეთი გაეროს თურქეთის მიერ ნავთობის არალეგალურ ვაჭრობის ფაქტებს წარუდგენს

რუსეთი წარადგენს ფაქტებს, რომ თურქეთი მონაწილეა ნავთობით არალეგალურ ვაჭრობაში.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით ინფორმაცია ასევე წარედგინება ყველა დაინტერესებულ ქვეყანას.
“იმ ფაქტზე რომ თურქეთში შედის ისლამური სახელმწიფოს მიერ მითვისებული სირიისა და ერაყის ნავთობი, ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საჯაროდ, ამის დამადასტურებელ საბუთებს ჩვენ ფორმალურად წარუდგენთ გაეროს და ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს” -აცხადებს ლავროვი

Leave A Reply

Your email address will not be published.