რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს. განცხადება ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტო რიანოვოსტის მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ კონაშენკოვი შემდეგში ხმამაღალი განცხადებების გაკეთებამდე ქართველ კოლეგებს ურჩევს “დაეყრდნონ ობიექტური კონტროლის მონაცემებს, კერძოდ კი რადიოლოკაციური სისტემების ინფორმაციას.”

„საქართველოს საზღვართან მყოფი ტერიტორიის თავზე რუსული ვერტმფრენები არავითარ ფრენას არ ახორციელებდნენ,“-აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

Leave A Reply

Your email address will not be published.