რუსეთი სირიაში ავიაბაზა “ჰმეიმიმზე” უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს – С-400-ებს გადაისვრის

გუშინ თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სამხედრო ბომბდამშენი “სუ-24” ჩამოაგდეს. რუსეთმა ამ ფაქტის შემდეგ, სირიაში დისლოცირებულ რუსული საავიაციო ბაზის დასაცავად დამატებით ზომებს მიიღებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსულ ავიაბაზა “ჰმეიმიმზე” უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს – С-400-ებს გადაისვრის. როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

Comments
Loading...