რუსეთი სირიაში უახლეს სარაკეტო კოპლექსს გადაისვრის

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერი პუტინის განცხადებით, რუსეთი ძალიან სერიოზულად ეკიდება სუ-24-თან დაკავშირებულ ინციდენტს და ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ის ზომები, რაც ახლა არსებობს სამხედრო ავიაციის და პილოტების უსაფრთხოებისთვის, საკმარისი არ არის.

„რაც შეეხება რუსული სამხედრო ოპერაციის გეგმებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმარისი არ არის. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით კომპლექს С-300-ს გადავისვრით. ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პილოტების ფრენა უსაფრთხო იყოს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით იმ საკითხს, რაც რუსულ მოიერიშესთან დაკავშირებით მოხდა და ჩვენი ყველა საშუალება გამოყენებული იქნება უსაფრთხოების უზრუნველჰყოფისთვის“, – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სირიაში, ლატაკიას პროვინციაში მდებარე ავიაბაზაზე რუსეთი უახლეს С-400 სისტემის სარაკეტო კომპლექსს გადაისვრის.

Comments
Loading...