რუსეთი თურქეთის და ISIS-კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას არ აპირებს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი თურქეთის და ISIS-კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას არ აპირებს.

“მთავარი ინფორმაციის ფლობა და მისი მუშაობის პროცესში გამოყენებაა, რომელიც ფოკუსირებულია არა რაღაცის დამტკიცებაზე, არამედ ტერორიზმთან ბრძოლაზე. ეს ინფორმაციაც ტერორიზმთან ბრძოლაში იქნება გამოყენებული” – განაცხადა პესკოვმა.

პუტინმა თურქეთი ISIS-თან კავშირში რამდენიმე დღის წინათ დაადანაშაულა, ბრალდების საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარდგენა ითხოვა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თუ ეს კავშირი დადასტურდება, ის მზადაა გადადგეს

Leave A Reply

Your email address will not be published.