რუსეთი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე კიდევ ერთ გაფრთხილებას იღებს

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს პენტაგონიც ადასტურებს და მხარეებს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვისგან ნატო-ს საჰაერო სივრცის პატივისცემას მოითხოვს ნატო-ს გენერალური მდივანიც.

იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს. რუსულმა სუ 34–მა თურქეთის საჰაერო საღვარი ორჯერ გაფრთხილების მიუხედავად პარასკევს საღამოს გადაკვეთა, გუშინ კი ქვეყნის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარეს.

მოსკოვში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ანკარის მიერ გავრცელებულ ცნობას უსაფუძვლო პროპაგანდა უწოდეს. ინციდენტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის სურვილი.

Comments
Loading...