რუსეთი თურქეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს რუსეთი თურქეთს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რიაბკოვის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება იმ ინციდენტების გამო ირღვევა, რაც თურქეთ-სირიის საზღვარზე ხდება.

თურქული მედიის ინფორმაციით კი, ქვეყნის არმიამ საარტილერიო ცეცხლი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მისამართით გახსნა.

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტი დაგმო თურქეთის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...