რუსეთის 2900 მოქალაქე ISIS-თან კავშირშია ეჭვმიტანილი

რუსეთის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, რუსეთის დაახლოებით 2900 მოქალაქე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი, რომლებიც ერაყსა და სირიაში აქტიურად იბრძვიან. უწყების ინფორმაციით, მათ შორის 198 რუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ხოლო 214 მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნდა.

“ყველა მათგანი სამართალდამცავი ორგანოების კონტროლქვეშაა. მათგან 80 მსჯავრდებულია, 41 კი დაკავებული”, – განაცხადა რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა.
ამასთან, ხელისუფლება ადგილობრივი მოქალაქეების მიერ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სხვადასხვა სახის კავშირს იძიებს, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე საზღვარგარეთ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ფედერაციის საბჭო სირიაში რუსეთის საჰაერო ძალების გამოყენებას დათანხმდა, რუსეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, თუმცა პენტაგონის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი იმ ქალაქებს ბომბავს, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ და არა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრები.

Comments
Loading...