რუსეთის გენერალურმა შტაბმა, სირიაში 300 მეომრის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა


ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”-ს დაბომბვის შედეგად, სირიაში 300 მეომრის ლიკვიდაცია მოხდა, – აღნიშულის შესახებ რუსეთის გენერალურმა შტაბმა გააკეთა განცხადება.

რუსეთის საომარმა თვითმფრინავებმა, მთლიანობაში 67 ფრენა განახორციელა სირიის ტერიტორიაზე. მათ იერიში მიიტანეს 60-მდე ობიექტზე, რის შედეგადაც 300 ტერორისტი მეომარი იქნა ლიკვიდირებული, – წერს რუსული პრესა.

100-მდე მეომარი იქნა ლიკვიდირებული საომარი რეზერვის საწყობის განადგურებისას, ხოლო კიდევ 200, მათ შორის 2 მეთაური, ავიაიერიშებისას დაიხოცნენ. ავიაიერიშების შედეგად განადგურდა 6 პუნქტი, 6 საწყობი საომარი რეზერვით, 17 ბანაკი, 16 გამაგრებული რაიონი, 17 მანქანა და ჯავშანტექნიკა და ორი რაკეტა

Comments
Loading...