რუსეთის გენშტაბის რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია

რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, საქართველოს რუკა წარმოდგენილი იყო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად . გენშტაბის მაღალჩინოსნებმა თურქეთის ხელისუფლება და პირადად, პრეზიდენტი ერდოღანი „ისლამური სახელმიწიფოსგან“ ნავთობის შეძენაში დაადანაშაულა. აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის გენერალურ შტაბს შეცდომა დაეშვა. მათი ვარაუდით, თურქეთთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს, რუსეთს სურს საქართველოს „გარკვეული გზავნილი“ გაუგზავნოს.

Comments
Loading...