რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლოა თებერვლამდე ამოქმედდეს

რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლოა თებერვლამდე ამოქმედდეს. ამას არ გამორიცხავს საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა პრაღის მორიგ შეხვედრამდე მიიღოს. შეხვედრა კი სავარაუდოდ თებერვალში გაიმართება.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცადა, მისთვის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების მზადყოფნის შესახებ რამდენიმე თვის წინაც იყო ცნობილი, თუმცა კონკრეტული თარიღის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

წყარო რუსთავი2

Leave A Reply

Your email address will not be published.