რუსეთის პასუხი თურქეთს??? – 7 დაღუპული და 10 დაჭრილი (ვიდეო)

რამდენიმე თურქული სააგენტო სირიულ წყაროებზე დაყრნობით, აცახადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსულმა ავიაციამ თურქული ჰუმანიტარული ქარავანი დაბომბა… შედეგად, დაღუპულია 7 ადამიანი და დაჭრილია 10.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, თურქეთის ქალაქ ქილისიდან საზღვრზე გადასულ თურქული ჰუმანიტარული ტვირთის გადამზიდავ 20 სატვირთო ვტომობილისაგან შემდგარი ქარავანს, საზღვრიდან 4 კილომეტრის მოშორებით, ალეპოს ოლქის აზეზის რაიონში რუსულმა ავიაციამ ბომბები დაუშინა… დაბომბვის შედეგად დაღუპულია- 7 ადამიანი და მძიმედ დაჭრილია- 10.

თურქული წყაროების ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი ადამიანის უფლებათა დაცვის ჰუმანიტარულ ფონდს ეკუთვოდა და სირიის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის იყო განკუთვნილი.

თურქული მედიის ცნობით, ეს ინციდენტი რუსეთ-თურქეთის გუშინ დაწყებულ კრიზის კიდევ უფრო გააღრმავებს.

https://www.youtube.com/watch?v=IKrMuxM9jd4

https://www.youtube.com/watch?v=nqS2RpGXSUc&feature=youtu.be

Leave A Reply

Your email address will not be published.