რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის დიპლომატებს ქვეყნიდან არ გააძევებს

ოფიციალური მოსკოვი აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევებას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა რუსეთში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნიდან არ გააძევებს.

მას შემდეგ რაც აშშ-მა 35 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, ოფიციალურმა მოსკოვმა საპასუხოდ რუსეთში მყოფი 35 ამერიკელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაკისრების საპასუხოდ, ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებისკენ მოუწოდა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებით, რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია, თავიანთ ოჯახებთან ერთად, 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება დაკეტავს მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ორ დიპლომატიურ მისიას და სანქციებს დააკისრებს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებსა და მათ მხარდამჭერ კომპანიებს.
29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში რუსეთის სავარაუდო ჩარევა გახდა.

Comments
Loading...