რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოუწოდა თურქეთის ხელისუფლებას აია-სოფია ქრისტიანებს დაუბრუნონ

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი ქრისტიანებს დაუბრუნონ.
ასეთი წინადადებით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ამის შესახებ ინფორმაციას «Парламентская газета» ავრცელებს.
“თურქეთის მხრიდან მეგობრულ ნაბიჯს ველით – კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძრის ქრისტიანულ ეკლესიისათვის დაბრუნებას. რუსეთის მხარე მზადაა მატერიალურად მიიღოს მონაწილეობა, ასევე, ქრისტიანული ძეგლის რესტავრაციისათვის საუკეთესო მეცნიერებისა და რესტავრატორების მოწვევისათვის. ეს ნაბიჯი დაეხმარებოდა თურქეთსა და ისლამს დაემტკიცებინა, რომ კეთილი ნება პოლიტიკაზე მაღლაა”, – განაცხადა დეპუტატმა.
აია-სოფიას ტაძარი აშენდა კონსტანტინოპოლში 537 წელს. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე.
1935 წლიდან გადაკეთდა მუზეუმად.
2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

Leave A Reply

Your email address will not be published.