რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ლიბანში დაიღუპა

ცნობილი ხდება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გარდაცვალების ახალი გარემოებები. ამერიკის სადაზვერვო ანალიტიკური ცენტრის ცნობით, იგორ სერგუნი ლიბანში დაიღუპა.

ოფიციალური ვერსიით, სერგუნი მოსკოვის ოლქში საკუთარ აგარაკზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. თუმცა, სტრატფორის ცნობით, ეს ინფორმაცია არასწორია და ის პირველ იანვარს ლიბანში გარდაიცვალა.

სააგენტო რუსეთის პირველი მზვერავის გარდაცვალების მიზეზს არ აკონკრეტებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.