რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს კიდევ 4 ქვეყანა შეუერთდა

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაში ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ასევე ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

ევროკავშირი მხედველობაში იღებს ამ გადაწყვეტილებას და მიესალმება მას, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ 13 მარტს 6 თვით გააგრძელა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების და პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ყირიმის ანექსიაში და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში სანქციები 150 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირს ეხება. საჯარიმო სანქციები, რომლებიც 2014 წელს დააწესეს, ანგარიშების, ფინანსური აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

Comments
Loading...