რუსეთმა ეგვიპტესთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

რუსეთის ხელისუფლებამ რუსულ ავიაკომპანიებს ეგვიპტის მიმართულებით ფრენების შეჩერების რეკომენდაცია მისცა. ეგვიპტის მიმართულებით ფრენები შეაჩერა დიდმა ბრიტანეთმაც.

ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის, მუჰამედ იუსეფის განცხადებით, რუსეთის ამ გადაწყვეტილების გამო ეგვიპტეში ტურისტული ნაკადი 70%–ით შემცირდება. იუსუფის თქმით. რუსეთს ეგვიპტეში ჩასული ტურისტების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა.

შესაბამისად, ეგვიპტე რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეჩერებით ძალიან დიდ ზარალს ნახავს, მარტო შარშან ეგვიპტეს 3 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ჰყავდა განაცხადა იუსეფმა.

Interfax.ru–ს ინფორმაციით, შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს დიდმა ბრიტანეთმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლიტვამ და ლატვიამ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი 31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის А-321 კატასტროფა გახდა. ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურების ვერსიით ავიაკატასტროფის მიზეზე А-321–ის ბორტზე მომხდარი აფეთქება გახდა, რაც მათი აზრით, ტეროისტულ ქმედებებს უკავშიდება.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა.

Comments
Loading...