რუსეთმა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ უახლესი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოჩანაწერში, რომელიც სირიაში რუსული ბომბდამშენების გამოყენებას ასახავს, უახლესი ფრთოსანი რაკეტა შეიმჩნევა, რომლის ჩვენებაც აქამდე საჯაროდ არ მომხდარა. სამხედრო სპეციალისტების აზრით, ყველაზე მეტად ის პერსპერქტიულ ფრთოსან რაკეტას X–101/102–ს ჰგავს, რომლის გამოცდაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები X–101/102 ერთმანეთისგან საბრძოლო ქობინით განსხვავდება – X–101–სთვის კონვენცირებული და X–102–სთვის ბირთვულით, რომელთა შემუშავება 1990–იან წლებში დაიწყო. ის განსხვავდება მისი წინამორბედისგან – X–55–სგან და მისი ბირთვული მოდიფიკაცია X–555–სგან ნაკლები შესამჩნევობით და ფრენის სიშორის გაზრდით, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 5000 კმ–მდე აღწევს. რაკეტა შეიარაღებაში 2012 წელს მიიღეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.