რუსეთმა ლაინერი A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ცნობით;
“ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია”, – ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ექსპერტიზა იძლევა, რომელმაც თვითმფრინავის ელემენტებსა და პირად ნივთებზე ასაფეთქებელი საშუალების კვალი აღმოაჩინა.
“ოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვი.

Comments
Loading...