რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის შეტანა აკრძალა

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორი“ ამას დაავადება დერმატიტს უკავშირებს.
„საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში შემდეგი საქონლის შეტანაზე შეზღუდვები წესდება: ნოდულარული დერმატიტისადმი მგრძნობიარე საქონლის (მათ შორის მსხვიფეხა საქონლის), ამ დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლისგან მიღებული პროდუქტის, რომელიც არ არის სათანადოდ დამუშავებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, აკრძალვა ეხება გენეტიკურ მასალებს, გადაუმუშავებელი ტყავის ნედლეულს, რომლებიც მიღებულია ამ ვირუსით დაავადებული საქონლისგან, მათ შორის მსხვილფეხა საქონლისგან.

 

წყარო

Comments
Loading...