რუსეთმა, სერბეთმა და ბელორუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

3 ნოემბერს, რუსეთმა, სერბეთმა და ბელორუსმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც ორი კვრის განმავლობაში გასტანს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სწავლების სახელწოდებაა “სლავური ძმობა” და მასში 700-მდე სერბი, რუსი და ბელორუსი სამხედრო მოსამსახურე, რამდენიმე ერთეული შვეულმფრენი და მძიმე სახმელეთო ტექნიკა მიიღებს მონაწილებას.

“ამ სამხედრო სწავლების ფონია მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და უკრაინის დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ მოქმედებებს მოჰყვა. ბელგრადი ცდილობს, ერთის მხრივ, შეინარჩუნოს ტრადიციულად თბილი ურთიერთობები მოსკოვთან და მეორე მხრივ, განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან და NATO-სთან. თუმცა ბელგრადი აცხადებს, რომ არ გეგმავს დასავლეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას”, – იუწყება რადიო თავისუფლება.

Comments
Loading...