რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, 1 ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა, შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მიუსამძიმრა და მომხდარს „დიდი ტრაგედია” უწოდა.

ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ლაინერ Airbus А-321-ის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვია.

სააგენტო „როიტერის” ცნობით, 3 მგზავრი – უკრაინის, დანარჩენი კი – რუსეთის მოქალაქეა.

Leave A Reply

Your email address will not be published.