რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

რუსულმა ვერტმფრენმა მი-8-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ტურუხანის რაიონში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.”რია ნოვოსტი”ს ცნობით , ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.
“ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, 10 რეანიმაციაშია გადაყვანილი”, – განაცხადა გორბუნოვამ.

Comments
Loading...