რუსი დეპუტატები თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ


რუსეთის სათათბიროს დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან, გამოიწვიოს ელჩი თურქეთიდან და შეყწდეს ფრენები ამ ქვეყნის მიმართულებით. ამის შესახებ გაზეთი იზვესტია წერს.

გამოცემის ცნობით, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო რუსეთის პრეზიდენტს თურქეთთან პროტესტის ნიშნად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა კომუნისტური პარტიის წევრებმა მოსთხოვეს და წერილის ასლი რუსეთის საგარეო საქმეთა მნისტრს სერგეი ლავროვს გაუგზავნეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.