რუსი დეპუტატი 30 წლის ოქსანა ბობროვსკაია ქმართან სექსის დროს მანქანაში ააფეთქეს

30 წლის ოქსანა ბობროვსკაია, რომელიც დუმაში ციმბირის ყველაზე დიდი ქალაქის ნოვოსიბირსკის ოლქს წარმოადგენდა, ავტომობილში მეუღლესთან ერთად, სქესობრივი კავშირის დროს ააფეთქეს.

გამოძიების ინფორმაციით, წყვილი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

პოლიციამ ეჭვი ოქსანას 28 წლის მეუღლეზე მიიტანა, რომელმაც სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე აამოქმედა მანქანაში დამონტაჟებული ხელყუმბარა და ჩაიდინა საზარელი მკვლელობა, რომელსაც თავადვე ემსხვერპლა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მანქანაში ხელყუმბარა შეაგდეს და მსხვერპლი არა ოქსანა არამედ მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო.

კონფიდენციალურმა წყარომ პოლიციას განუცხადა, რომ წყვილს ინციდენტამდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგანაც ბობროვსკაიას მეუღლე მდიდარ საყვარელთან ღალატში ადანაშაულებდა.

თვითმხილველის განცხადებით, როდესაც გარდაცვლილები მანქანიდან გადმოიყვანეს, ორივე ნახევრად შიშვლები იყვნენ. მათივე თქმით, ცხედრები მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილ წყვილს ოთხი წლის შვილი დარჩა.

Leave A Reply

Your email address will not be published.