რუსი მფრინავები ამერიკელების მსგავსად ISIS-ს წარწერებიანი ბომბებით უტევენ (за париж)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო და ფოტოები, რომელზეც ჩანს ის ბომბები, რითიც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავენ. ბომბებს აწერია-„ჩვენებისთვის“ და „პარიზისთვის“. ვიდეოში ნათქვამია, რომ „მფრინავებმა და ტექნიკოსებმა ხმეიმიმის (სირია) ავიაბაზიდან მოკითხვა და ამანათები გაუშვეს ტერორისტებთან“.
ცნობისთვის, ამერიკელმა პილოტებმა პარიზის ტერაქტის შემდეგ, ლიბანში ISIS-ის ლიდერი ” პარიზიდან სიყვარულით” წარწერიანი ბომბის ჩამოგდების შედეგად გაანადგურეს.

Comments
Loading...