რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხიდან 2 პირი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან გატაცება მოხდა – ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს დააკავეს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

მატკავა და მარგოშია მუქარითა და გამაფრთხილებელი გასროლით მდინარე ენგურის მეორე მხარეს გადაიყვანეს და ავტომობილით გალში წაიყვანეს.

როგორც ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ნათესავებისგან გახდა ცნობილი, გატაცებულები გალის იზოლატორში იმყოფებიან.

Comments
Loading...