რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზერტიდან მამაკაცი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან მორიგი გატაცება მოხდა. გორის რაიონის სოფელ ზერტიდან 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე ოკუპანტებმა სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივების განცხადებით, ჯიშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ, ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული. ოკუპანტების მიერ ჯიმშერ ტიელიძის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ფაქტის შესახებ სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

Comments
Loading...