რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩადან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ ხურჩადან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, 59 ენვერ ბერია ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ძმისშვილთან ერთად ყანას ამუშავებდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ოკუპანტები 2000-ლარიან ჯარიმას ითხოვენ. ახლობლები და მეზობლები ოჯახს თანხის შეგროვებაში ეხმარებიან. კონკრეტულად რა ოდენობას მოითხოვს რუსული მხარე გამოსასყიდის სახით, ჯერ უცნობია. ამჟამად ასევე უცნობია ენვერ ბერიას ადგილსამყოფელი.

სოფელ ხურჩას მოსახლეობა ამ წუთებში მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს. ისინინაციონალური მოძრაობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომელზეც რუსებმა საოკუპაციო ხაზის გასავლებად ბოძები უკვე დაამაგრეს.

Comments
Loading...