რუსთაველზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამ წუთებში საპატრულო პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან გაიყვანოს.
პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე ავტპმანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. პოლიცია რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენას ცდილობს. თუმცა აქციის მონაწილეები ცდილობენ, მოძრაობა ცალმხრივად იყოს დაკეტილი.