რუსთავი 2-ის იურისტმა ქიბარ ხალვაშის განმარტებებზე შეფასება გააკეთა

ქიბარ ხალვაშის და „რუსთავი 2″-ის დროებითი მმართველების მიერ სპეციალურად გამართული ბრიფინგის შემდეგ, სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა „რუსთავი 2″-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

მან შეფასება გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც ის საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრობს. პაატა სალიას განცხადებით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევიათ.

„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალ-ცალკე განსხვავებული ნუმერაცია აქვს იმ ნორმას, რომელიც იქნა გამოყენებული 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლის მიერ. ხოლო ის ნორმა, რომელიც კომპანიის იურისტებმა გაასაჩივრეს და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, იყო სულ სხვა ნორმა ნუმერაციით, თუმცა, შინაარსობრივად ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან და იდენტურია”, – განაცხადა მურადაშვილმა.

შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით, დღევანდელი საკონსტიტუციო სარჩელი მიმართულია იმ მოთხოვნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გაფართოვდეს თავისი შინაარსობრივი გაგებით და გავრცელდეს იმ ნორმაზეც, რომელზეც მიუთითებდა მოსამართლე ურთმელიძე 5 ნოემბრის განჩინებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.