„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე საქმის მთავარ და ერთადერთ მოწმეს კითხავენ

„რუსთავის 2″-ის საქმის განხილვა დღეს დილიდან მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე საქმის მთავარ და ერთადერთ მოწმეს უნდა დაჰკითხონ. ის სამხარაულის ბიუროს ექსპერტი შოთა ივანაშვილია, რომელმაც 2006 წლის მდგომარეობით ტელეკომპანიის ღირებულება შეაფასა.

დაკითხვის შემდეგ მხარეებს დასკვნითი სიტყვისა და რეპლიკების წარმოთქმის შესაძლებლობა მიეცემათ. შემდეგ პროცედურა მოსამართლის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლას ითვალისწინებს.

არსებობს მოლოდინი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.