“რუსთავი 2”-ის ფინანსური დირექტორის მძღოლი კახა კუბლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
შსს-ს ცნობით, ტელეკომპანიის თანამშრომელი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზე დაიბარეს, რათა დამატებითი დეტალები გაირკვეს.
“რუსთავი 2”-ის მიერ 8 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კახა კუბლაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები მის გადაბირებას ცდილობდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.