„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები დაკითხვაზე დაიბარეს

დღეს პროკურატურაში ორ სხვადასხვა საქმეზე რუსთავი 2-ის ორი ჟურნალისტი დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. დავით ქაშიაშვილისგან გამომძიებელს სურდა მიეღო ინფორმაცია გუშინ კურიერის მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომლის სკანდალურ ინტერვიუს ეხებოდა თუმცა, ჟურნალისტმა გამომძიებლის კითხვებს პასუხი არ გასცა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

“გამოძიება დაინტერესებულია კურიერში გასული რეპორტაჟით, სადაც ციხის ყოფილითანამშრომელი საუბრობს ე.წ. ჯართის საქმეზე და საქართველოს პარლამენტისდეპუტატების ციხეში ვიზიტების შესახებ,”– განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დავით ქაშიაშვილმა.

ქაშიაშვილის ინტერესების დამცველი და რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი კი ამბობს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება, რაც დავით ქაშიაშვილმა გამოიყენა.

“დავით ქაშიაშვილმა ისარგებლა სისხლის სამსართლის საპროცესო კოდექსით მისთვისმინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, იმიტომ რომ ეს ინფორმაციამისთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებისას,”– განაცხადადიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს კურიერის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე.ჟურნალისტისგან გამომძიებლებს აინტერესებდათ რა ინფორმაციას ფლობდა ის ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომელიც მოსამართლის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობას ეხებოდა.

კურიერის ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მივიდა, თუმცა გამომძიებლის შეკითხვებს არ უპასუხა და არც ჩვენება მისცა. ნათია ტრაპაიძემ ამ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა.

“მე ვიყავი მოწმის სტატუსით დაბარებული. საქმე ეხებოდა ერთ–ერთი მოსამართლისშესაძლო კორუფციაში მონაწილეობას, რომლის შესახებაც მსჯავრდებულებმა ისაუბრეს.ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მან გამამტყუნებელიგანაჩენისთვის აიღო ფული. ჩვენება არ მივეცი, გამოვიყენე კანონით მონიჭებულიუფლება და დავაფიქსირე, რომ ჩვენ არ ვიძლევით ჩვენებას,”
– განაცხადა ნათიატრაპაიძემ.

ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის ინტერესებსაც რუსთავი2-ის იურისტი დიმიტრისაძაგლიშვილი იცავს.

შეგახსენებთ, რომ ნათია ტრაპაიძემ ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების განცხადებები პრესკონფერენციაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოისმინა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ამ დროისთვის მხოლოდ ნათია ტრაპაიძე დაიბარეს.

პროკურატურაში კურიერის კითხვებს დღეს არ უპასუხეს

Leave A Reply

Your email address will not be published.