“რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველების დანიშვნის განჩინებაზე, სასამართლოში საჩივარი შევიდა

“რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინებაზე სასამართლოში საჩივარი შევიდა. ტელეკომპანია “საქართველოს” და ყარამანიშვილების წარმომადგენლები 5 ნოემბერის განჩინების გაუქმებასა და საჩივრის განხილვის დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. იურისტების განმარტებით, კომპანიას საბიუჯეტო და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას ვერ მოახერხებს და მისი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

“40-გვერდიანი საჩივარი შევიტანეთ თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე, რომელმაც საკონსტუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით ე.წ. დროებითი მმართველები, რეალურად კი პოლიტიკური ცენზორები მოავლინა “რუსთავი 2″-ში. ამ საჩივრით ჩვენ 2 რამეს ვითხოვთ, პირველი, გაუქმდეს ის უკანონო ანტიკონსტიტუციური განჩინება, ხოლო ვინაიდან განხილვის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 3 თვის განმავლობაში, ჩვენი მეორე მოთხოვნაა შეჩერდეს ამ განჩინების მოქმედება, იმ ვადით რა ვადაც სჭირდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ე.წ. დროებითმა მმართველებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ არ აპირებენ კომპანიაში შემოსვლას, ვიდრე ამოწურული არ იქნება გასაჩივრების ყველა ეტაპი. მივმართავთ ქიბარ ხალვაშს, როგორც ფორმალურად მოსარჩელე მხარეს ამ საქმეში და მოვუწოდებთ, რომ დაეთანხმოს ჩვენს შუამდგომლობას განჩინების შეჩერების თაობაზე.

ბატონო ქიბარ, თუ თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ბედი, მათი ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებლობა, ეს ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ უნდა დაეთანხმოთ ამ შუამდგომლობას და მარტივად გამოვალთ იმ შექმნილი რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ვიმყოფებით”, – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.